საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ბიძინა ივანიშვილს პარლამენტში ბრძოლა უნდა გაუმართოს და დაამარცხოს.
როგორც სააკაშვილმა ფეისბუქ-ლაივის დროს აღნიშნა, მთავარი მიზანი შემოდგომაზე ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.
“ჩვენ ვუმზადებთ შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილსა და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს. ამას ვამბობ სრულიად სერიოზულად. ქართველ ხალხს სასიამოვნო სიურპრიზს – მათ არასასიამოვნოს… ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვისაც ეწყინება”, – განაცხადა მესამე პრეზიდენტმა.