[su_quote]ის, რომ შეთანხმების საგანი არის ამნისტია, ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. მე დღეს, რა თქმა უნდა, ამნისტიას მხარს არ დავუჭერ იმიტომ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება და ოცნებამ მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის შტურმის ორგანიზატორები დღეს შეიძლება გახდნენ ამნისტირებულები და მათ ვიღაცამ სამუდამო იმუნიტეტი შესძინა იმიტომ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილი გახდა ნიკა მელია, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ[/su_quote]
აღნიშნული განცხადება პრესკონფერენციაზე პარტიის – საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.