ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩარკვიანი: შვილი მეუბნება – არ შეხვიდე პარლამენტში, გულს გაგიხეთქავენო

პარტია კანონი და სამართლი, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე, სოციალურ ქსელში გამოკითხვას აწარმოებს.

როგორც მეტრონომს პარტიის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, გამოკითხულთა უმრავლესობა კანონი და სამართლის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მომხრეა.

ჩარკვიანის თქმით, ამ დროის მონაცემებით, გამოკითხვაში 3 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, 32 პარტიას საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას არ ურჩევს.

“მიმდინარეობს გამოკითხვა, რასაც ჩვენს გადაწყვეტილება დიდი გავლენა ექნება, ცხადია. 2 საათის წინანდელი შედეგით, პასუხი – არა 1%-ც კი არ არის. 3 200 გამოკითხულიდან – 32 პირი ამბობს, რომ არ უნდა შევიდეთ. პროცენტულად დიდი ნაწილი უჭერს მხარს შესვლას. გამოკითხვით საზოგადოება გვეუბნება, რომ შევიდეთ პარლამენტში.

გამოკითხვისას, რამდენიმე ფეიქ-ექაუნთიც ამოვიცანით. ასეთი არის ოთხი და მათგან სამი არის სტრატგია აღმაშენებლიდან. არიან ასევე იდენტიფიცირებული ადამიანები, რომლებიც არ არიან ტროლები. მივწერე კიდეც – ნუ ღელავთ-მეთქი მანდატების გამო. ახლო გარემოცვაში მყავს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ უნდა შევიდე. მათ უბრალოდ აქვთ მოსაზრება, რომ არ შევიდეთ პარლამენტში. სტრატეგია აღმაშენებლიდან მომწერეს, თუ თქვენ შესვლას დააპირებთო… არ უნდათ, რომ შევიდეთ.

მე თვითონ მაქვს ეგ განწყობა, რომ არ შევიდე. ჩემი შვილიც მეუბნება – არ შეხვიდე, გულს გაგიხეთქავენ”, – უთხრა მეტრონომს თაკო ჩარკვიანმა.

იტვირთბა....