პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ მან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.
ღარიბაშვილმა მომავალ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წარმატებები უსურვა.
“საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატი წარადგინა, ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი, მინდა წარმატებები ვუსურვო. დიდხანს ვმუშაობდით ერთად, მანამ სანამ პოლიტიკაში მოვიდოდით, ახლაც სამი წელი ვიმუშეთ და თანამშრომლობა ნაყოფიერი იყო “- განაცხადა ღარიბაშვილმა.