aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი ციტატა

თურნავა: მზად ვართ დიალოგისთვის, უნდა მოიხსნას ულტიმატუმები

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და ეს დიალოგი აუცილებლად გაიმართება პროფესიულ საწყისებზე. დიალოგისთვის საჭიროა ორი მხარე. პირველ რიგში, უნდა მოიხსნას ულტიმატუმები, ჩვენი მხრიდანაც მოხსნილია ბევრი საკითხი და ბევრი დათმობაა. ნამახვანს გასცდა ახლა ეს და როდესაც საუბარია, რომ ზოგადად, ჰესების მშენებლობაზე გამოვაცხადოთ მორატორიუმი – 3-5 წელი დასახელდა და ვიმსჯელოთ ერთად ენერგეტიკულ პოლიტიკაზე. ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ, მაგრამ იმ დაშვებით, რომ მეორე მხარეც, მოსახლეობაც, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებიც იაზრებებენ, რომ ჩვენი დღევანდელი მოქმედი ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი ამოსავალია ადგილობრივი რესურსების ეფექტური გამოყენება, განვითარება, მწვანე ენერგეტიკის განვითარება და საქართველოს ენერგოდამოკიდებულება. დღეს მოქმედი და მშენებარე გვაქვს 46-47 მცირე და საშუალო პროექტი. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, 80-ზე მეტი პროექტია გაჩერებული. განა რა მორატორიუმი უნდა დავამატოთ კიდევ, რომ საერთოდ გაჩერდეს ეს განვითარება. საერთოდ გაჩერება ნიშნავს, რომ უახლოეს 10 წელიწადში, ქვეყანა 50% გახდება იმპორტზე დამოკიდებული. ლამის ეროვნული კონსენსუსი თემა გახდა ეს, რომ ქვეყანას სჭირდება ენერგოდამოუკიდებულება და ნაკლები დამოკიდებულება რუსეთზე. იმ 5 წელიწადს, რომელსაც ითხოვენ მორატორიუმზე, გამოიყენებენ ჩვენდამი არაკეთილგანწყობილი ძალები და სამეზობლო. ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ავაგუგუნოთ, ამოვქოქოთ ეს ყველა საქმიანობა
aviabiletebi
ავიაბილეთები

ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პალიტრანიუსის ეთერში გააკეთა.

იტვირთბა....