ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შევიდეს თუ არა პარლამენტში – ჩარკვიანი Facebook-ზე გამოკითხვას ატარებს

პარტია კანონი და სამართალის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი პირად Facebook-ზე ატარებს გამოკითხვას, შევიდეს თუ არა პარლამენტში.

“მოკლედ, ღიაა გვერდი, დადეთ თქვენი მოსაზრება – კი ან არა – პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით”, – წერს ჩარკვიანი.

პოსტს ამ დროისთვის 700-ზე მეტი კომენტარი აქვს.

ცნობისათვის, თაკო ჩარკვიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატის მანდატი სტრატეგია აღმაშენებელის ბლოკით მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა და ბოიკოტის დასრულება გადაწყვიტა, ჩარკვიანმა თქვა, რომ ეს მიუღებელია და ბლოკი დატოვა.

შეგახსენებთ, დღეს, 30 მაისს გახდა ცნობილი, რომ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის, თუმცა პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.

იტვირთბა....