ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო საქმიანობას განაგრძობს.
ენმ-ის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში 33 მანდატი აქვს.