ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ინდური შტამი, სტანდარტულ შტამთან შედარებით, უფრო სწრაფად ვრცელდება.
ცერცვაძის თქმით, ინდური შტამი ახალგაზრდებს მარტივად აინფიცირებს.
“ინდური შტამი ვრცელდება გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე სტანდარტული და ვიდრე ბრიტანულიც. ის, დიდი ალბათობით, უფრო იოლად ასნებოვნებს ახალგაზრდებს. შესაძლოა, მას ჰქონდეს უფრო მძიმე მიმდინარეობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. დღეს გამოყენებული ეფექტიანი ვაქცინების უმეტესობა იცავს ინდური შტამისგან, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ იცავს. ერთი მითითებაა, რომ მხოლოდ ორი დოზის მიღებიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ. სხვა შტამებზე ხშირად ერთი დოზაც საკმარისია”, – უთხრა ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს.
შეგახსსენებთ, რომ საქართველოში ინდური შტამის ხუთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა.