სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებზე აბრახუნებენ და მის მიღმა გადასვლას ცდილობენ.
“ეს არის მცდელობა, რომ მშვიდობიანად გავიაროთ ბარიერი. არ გვაძლევენ ამის საშუალებას”, – უთხრა მთავარ არხს აქციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.