“ალბათ, არ შევცდები, თუკი, დღევანდელ პრეზენტაციას შევაფასებ, როგორც ყველაზე უინტერესო პარტიის დაფუძნებას”, – ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი ყოფილი თანაპარტიელის, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის – საქართველოსთვის პრეზენტაციას.
როგორც პაპუაშილმა იმედთან საუბრისას განაცხადა, გახარიას მინიმალური მხარდაჭერა ექნება.
“18 თებერვალი, როდესაც გიორგი გახარია გადადგა, ჩემთვის ეს იყო განხიბვლა, დღეს იყო უბრალოდ იმედგაცრუება. ვნახეთ აბსოლუტურად უშინაარსო, ცარიელი სიტყვები, მათ შორის, იყო ისეთი შეფასებები, რომლებიც ძალიან სამწუხაროა ქართული ოცნების მიმართ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, ექსპო ჯორჯიაში ყოფილმა პრემირმინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიტიკური პარტიის – საქართველოსთვის პრეზენტაცია გამართა.