ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია გახარიაზე: გაურკვეველია, რისთვის შექმნა პარტია

მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის – საქართველოსთვის პრეზენტაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის ყოფილი მეთაურის მიმართ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

როგორც მთავარი არხის ეთერში ხოშტარიამ აღნიშნა, ყველაზე მთავარი შეკითხვა კი არის ის, თუ რა შეიძინა ქვეყანამ გახარიას ახალი პოლიტიკური პარტიით.

“გასაგებია, რომ პარტია შექმნა, მაგრამ გაურკვეველია, რისთვის შექმნა ეს პარტია…ზედაპირზე დევს ეს კითხვები – ვინ არის, რისთვის მოვიდა, ადრე რასაც აკეთებდა, რატომ აკეთებდა. ვთქვათ, მოვიდა ივანიშვილის დასამარცხებლად, უნდა ვიცოდეთ, რატომ და როგორ ამარცხებს, რა ხედვა აქვს. მე დავინახე გაქცევა კითხვებისგან”, – განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, ექსპო ჯორჯიაში ყოფილმა პრემირმინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიტიკური პარტიის – საქართველოსთვის პრეზენტაცია გამართა.

იტვირთბა....