ახალი ამბები მთავარი ციტატა

ხიდაშელი: ძალიან სახიფათო გამოსვლა ჰქონდა ყოფილ პრემიერს

[su_quote]ხუმრობა იქით იყოს და სინამდვილეში, ძალიან სახიფათო გამოსვლა ჰქონდა ყოფილ პრემიერს. დემოკრატიული განვითარების წესრიგად და ქაოსად გაყოფა ამ ქვეყანაში ჯერ არავის გაუბედავს! ეს ძალიან საშიში და რუსული ნარატივი მთლიანად ტყუილი და მანიპულაციაა და სინამდვილეში სწორედ დემოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ გაბრძოლების უსუსური მცდელობა ყოფილი, თუ სულით და გულით პოლიციელად დარჩენილი კაცისგან. დემოკრატიას არსად მოუტანია ან მოაქვს ქაოსი. დემოკრატია ძლიერ, ნდობითაღჭურვილ და მაღალი ლეგიტიმაციის ინსტიტუტებს ეფუძნება! ქაოსი სუსტი და ნდობადაკარგულიინსტიტუტების შედეგია! შესაბამისად, ავტოკრატიების და დიქტატურების! კიდევ ერთხელ, ვუსმენდი და უფრო ცნობილი ლიბერალური და არალიბერალური დემოკრატიის საუბრები გამახსენდა. 2-3 კაცი ხართ მანდ საიმედო და რთულია ვიცი, მაგრამ მაინც აუხსენით[/su_quote]
ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერმინისტრის, საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის პრეზენტაციაზე გაკეთებულ განცხადებებს.
იტვირთბა....