ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პოლიტიკური პარტიის საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა ქართულ ოცნებასთან, გახარიამ განაცხადა, რადიკალური ტენდენციების მატარებელ პოლიტიკურ პარტიებთან არ ითანამშრომლებს.
“ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ; სადაც გადაწყვეტილების პროცესში, რადიკალური ადამიანები იქნებიან”, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ პარტიის საქართველოსთვის პრეზენტაცია დღეს თბილისში, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა.