მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანები, რომელბსაც საკმაოდ ოდიოზური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული მოსამართლედ მეორე ვადით აღარ უნდა ინიშნებოდნენ.
მწერალ და უფლებადამცველ ირაკლი კაკაბაძესა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხდა მოხდა, კაკაბაძე შენობაში შესვლას ცდილობდა.
„ხელფსასს, ვინ გიხდით თქვენ?! მე გიხდი ხელფასს, გამატარეთ. არ გავჩერდებით, ჩვენი ან დახოცვა მოგიწევთ, ან დაჭერა“ – მიმართავდა კაკაბაძე სამართალდამცველებს.
მოგვიანებით კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს. როგორც საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუმარტა, კაკაბაძე და გუნავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. კაკაბაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც აქციაზე ლევან მურუსიძის მიმართულებით შეიგინა. ხოლო გუნავა კაკაბაძის დაკავების გაპროტესტებას და პოლიციისთვის სავარაუდოდ წინააღმდეგობის გამო დააკავეს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია ისევ მიმდინარეობს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კანდიდატებს შორის არ იყო თანაბრობის პრინციპი, ისმებოდა აბსოლუტურად განსხვავებული სირთულის შეკითხვები სხვადასხვა კანდიდატებს შორის.
„რიგ შემთხვევებში საბჭოს წევრები პასუხს კარნახობდნენ. იყო შემთხვევები როდესაც კითხვა არ იყო დამთავრებული და კანდიდატი იწყებდა პასუხის გაცემას, ეს წინასწარ შეთანხმებულ კითხვებზე მიუთითებს, ამავე დროს რიგ გასაუბრების დროს საერთოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასაუბრება არ ჩატარებულა და სრულიად არარელევანტურ საკითხებზე იყო მსჯელობა საბჭოს წევრებსა და კანდიდატებს შორის“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
: