[su_quote]ძალიან ცუდი და მტკივნეულია ნებისმიერი მოქალაქისთვის, პირადად ჩემთვისაც, რომ გაზის ფასი გაიზარდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ რეგიონებში მისი ფასი გაცილებით მაღალი იყო, თბილისში იყო დაბალი და ამ წუთშიც, თბილისში, მიუხედავად გაძვირებისა, უფრო დაბალი იქნება, ვიდრე საქართველოს რეგიონებში. მეორეა, რომ საერთოდ არ გვექნება გაზი, თუ ფული არ დაიხარჯა რეაბლიტაციაზე. ჩვენ შეგვიძლია, სუბსიდირება გავაკეთოთ, მაგრამ სუბსიდირებაც იგივე ბიუჯეტი არ არის? ამით ბევრი არაფერი იცვლება[/su_quote]
ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პალიტრანიუსის ეთერში თბილისში გაზის ტარიფის თემის კომენტირებისას გააკეთა. თბილისში გაზი 1-ლი ივნისიდან გაიზრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიმ მიიღო.