aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ენკას დირექტორი: ჩვენთვის მხარე არ არსებობს, ეს არის ყველას პროექტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია ენკას დირექტორის მერაბ ლომინაძის განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თუ ადგილი ექნებოდა პროვოკაციებს, ამ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოებს მინიმუმამდე დაიყვანდნენ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

“ჩვენი მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ თუ ადგილი ექნებოდა პროვოკაციებს, ამ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, მინიმუმამდე დავიყვანდით მუშაობას და ასეც მოვიქეცით. ეს იყო სწორედ იმის მიზეზი, რომ დღეს ჩვენმა ტექნიკამ ხეობაში პრაქტიკულად არ იმოძრავა.

სანამ არ მოხდება სიტუაციის განმუხტვა, ვეცდებით სამუშაოების ეს დონე დავიჭიროთ, რადგან ამ სიტუაციაში ჩვენთვის მხარე არ არსებობს, ეს არის ყველას პროექტი და ჩვენ ვცდილობთ ყველა მხარე ჩავერთოთ საგნობრივ დისკუსიაში,”- აცხადებს “ენკას” დირექტორი.

სოფელ გუმათში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დღეს საღამოს მოხდა. აქტივისტები ბარიკადებს მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა. ამ ფაქტს მათ შორის დაპირისპირება მოყვა.

იტვირთბა....