ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვასაძე დუგინთან შეხვედრაზე: მთავარ არხს აქვს წვდომა რუსულ სპეცსამსახურებზე

მოძრაობა ერის დამფუძნებელი ლევან ვასაძე ვლადმიერ პუტინის მთავარ პროპაგანდისტ ალექსანდრე დუგინთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული კადრებს ეხმაურება და აღნიშნულის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს:

“ეს არის სპეციალური, რომ მე გამოვდივარ მოსკოვში, ადგილობრივი სპეცსამსახურები მე და დუგინს გვითვალთავლებენ. მხედავენ რომ ჩვენ ვხვდებით. საგარეო თვალთვალის სპეცოპერაციას ატარებენ, გვიღებენ. “მთავარ არხს” აქვს წვდომა რუსულ სპეცსამსახურებზე, რა ვიფიქრო აბა სხვა” – თქვა ვასაძემ.

ცნობისათვის, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ლევან ვასაძე მოსკოვში ალექსანდრე დუგინს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები მთავარმა არხმა მოიპოვა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.

იტვირთბა....