ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გოლეთიანი: ხვალ გადავინაცვლებთ წინასწარი დაკავების იზოლატორთან და აქციას გავმართავთ

გუმათში, სადაც რკინის ჯებირებია აღმართული, აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. როგორც რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა TV პირველს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუკი არ მოხდება დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება, ხვალ, 28 მაისს წინასწარი დაკავების იზოლატორთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

“მათ ახლა არავინ გამოუშვებს, უკვე გადაყვანილი არიან, მაგრამ ხვალ აუცილებლად გადავინაცვლებთ წინასწარი დაკავების იზოლატორთან. იქ აქციასაც გავმართავთ, თუკი არ გაათავისუფლებენ ამ ადამიანებს”, – აღნიშნა გოლეთიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც უწყება გუმათში, შეკრებილ ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

იტვირთბა....