ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: ყოველდღე იქნება ეს პროცესი, სანამ არ მოგვეცემა გადასვლის საშუალება

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს არ სურთ პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირება:

“ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულხელდაკრეფილი ვიდგებით და არაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გადავიდეთ ბარიკატის მეორე მხარეს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიან ფორმებში. არ შევდივავართ პოლიციასთან ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში.

ამ ხალხის დაკავება აბსოლუტურად უსაფუძვლოა, არაფერი ხდებოდა, პოლიციას ზედმეტად არავინ შეხებია. ეს ხალხიც მოჰყვა ჭყლეტაში.

არავის ეგონოს, რომ ეს არის ჩვენი მხრიდან პროვოცირება, ყოველდღე იქნება ეს პროცესი, სანამ არ მოგვეცემა გადასვლის საშუალება”, – უთხრა გოლეთიანმა ჟურნალისტებს.

გუმათში, სადაც რკინის ჯებირებია აღმართული, სიტუაცია დაიძაბა. აქტივისტების ინფორმაციით, პოლციიამ აქციის სამი მონაწილე დააკავა.

იტვირთბა....