პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: კვირიკაშვილი გულ-ქვა ბანკირია

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პრემიერ მინისტრობის სავარაუდო კანდიდატი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გულ-ქვა ბანკირია.

ამის შესახებ ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას განიხილავენ. იგი გახლავთ გულ-ქვა ბანკირი, რომელსაც არ აუთრთოლდება ერთი ნერვი, ბანკებმა ბინებიდან მთელი საქართველო რომ გამოგვასახლოს. ეს მე მინდა წინასწარ იცოდეთ“- განაცხადა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....