[su_quote] დილიდან, რაც ამ თემასთან დაკავშირებით ხდება, არის თითიდან გამოწოვილი რაღაცა. ვადასტურებს და არ ვმალავ, რომ ვიყავი გუმათში, შევხვდი აქციის ორგანიზატორებს, პროტესტის მონაწილეებს, მათ შორის ვესაუბრე ვარლამ გოლეთიანსაც. ეს არ იყო რაიმე განსაკუთრებული საუბარი, უბრალოდ გავცვალეთ აზრები, მილიონი ადამიანი იყო გარშემო, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც, არასდროს დამიმალავს, რომ მათ პროტესტს მხარს ვუჭერ. მე ჩავედი ინდივიდუალურად, პროტესტის მიმართ სოლიდაორიბის და პროტესტის გამოსახატავად [/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ხვედელიანმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტირებისას რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომლის თანახმადაც, მასსა და ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ლიდერ ვარლამ გოლეთიანს შორის შეხვედრა შედგა.