ბათუმის საკრებულოს წევრი, დიმიტრი ჭეიშვილი ქართულ ოცნებას ტოვებს და გახარიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ ჭეიშვილმა საკუთარფეისბუქგვერდზე განაცხადა.
“მოგეხსენებათ, საკაშვილის რეჟიმის დროს სრულიად უსამართლოდ ვიყავი პოლიტიკურ პატიმრობაში. 2012 წლის 1 ოქტომბერი ქართველი ხალხის არჩევანი იყო ერთგვარი საშუალება თავისუფლების მოპოვების და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ უამრავი ადამიანისათვის. რასაკვირველია, არ დამავიწყდება თავად ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების როლი, რისთვისაც ვარ მადლიერი და არაეთხელ აღმინიშნავს, თუმცა უკანასკნელი პერიოდის დაუსრულებელი კოჰაბიტაცია და მეტიც, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ბრძოლაში არჩევანის გაკეთება ქართული ოცნების აქტივსა და ნაციონალური მოძრაობის აქტივს შორის ამ უკანასკნელის სასარგრბლოდ არის მიუღებელი.
მხედველობაში მაქვს გუშინ მომხდარი ფაქტი ხულოს საკრებულოში, რასაც დღეს დაემატა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სპეციალისტის განთავისუფლება. დევნა გამოუცხადო იმ ადამიანებს,რომლებმაც 2012 წელს წვლილი შეიტანეს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ქართული ოცნების ჩამოყალიბებაში, არის მინიმუმ უსამართლობა.
რასაკვირველია, მიზეზი ბევრია, კარგად გვესმის, რომ აქ სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია… ამიტომ, მოკლედ გეტყვით ჩემს გადაწყვეტილებას.
ვტოვებ ქართულ ოცნებას და პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებ ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად”, – განაცხადა ჭეიშვილმა.
როგორც ცნობილია, ყოფლმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნა დააანონსა, თუმცა, ჯრეჯერობით უცნობია, რა ერქმება გახარიას გუნდს.