ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

რეგულაციები, რომლებიც 1-ლი ივნისიდან შემსუბუქდება

საკოორდინაციოს საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 1-ლი ივნისიდან არსებულ რეგულაციებს შორის 3 მათგანი ისხსნება ან მსუბუქდება.

მათ შორის:

  • 1-ლი ივნისიდან კვების ობიექტებს შიდა სივრცეში სტუმრების მიღება შაბათ-კვირასაც შეეძლებათ;
  • 1-ლი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები და საზღვრის გადამკვეთმა პირმა უნდა წარმოადგინოს ორჯერადი ვაქცინაციისა და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან, მათ ვისაც ვაქცინაცია არ აქვთ ჩატარებული, PCR-ის საფუძველზე საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ისევ აქვთ სავალდებულო PCR ტესტი ჩასატარებელი მომდევნო 72 საათის განმავლობაში;
  • 1-ლი ივნისიდან საქრთველოს საზღვრის კვეთა უკვე შეეძლებათ კანადის, იაპონიის, კუვეითის, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და ომანის მოქალაქეებს.
იტვირთბა....