ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება

უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრის გახსნის შესახებ, რომელიც ამოქმედდება 1 ივნისიდან.

საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR უარყოფითი ტესტით. პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაშიც ჩაიტარონ განმეორებითი PCR ტესტი. აქვე რეკომენდაციაა გაცემული, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა.

გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საზღვრის კვეთა შეუძლიათ, დაემატა კანადა, იაპონია, კუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ომანი.

იტვირთბა....