ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კომენტარები ხელისუფლებიდან: ვის აქვს პრემიერად გახდომის ყველაზე მეტი შანსი?

„რესპუბლიკური“ პარტიის მდივნის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო ოთხი კანდიდატიდან (კვირიკაშვილი, სერგეენკო, ქუმსიშვილი, ბახტაძე) ამ წუთებში ყველაზე მეტი შანსი ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს აქვს.

ამის შესახებ ბერძენიშვილმა სააგენტო „მეტრონომს“ განუცხადა.

„ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, მაგრამ ამ წუთებში ყველაზე მეტი შანსი ვიცე-პრემიერ ბატონ კვირიკაშვილს აქვს. დანარჩენებზე უმრავლესობა იმსჯელებს“ – განაცხადა ბერძენიშვილმა, რომელიც კვირიკაშვილის კანდიდატურას დადებითად ახასიათებს.

„ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი კაცია, ძალიან საქმიანი. ჯერ არ ვიჩქარებდი შეფასებას, მაგრამ კვირიკაშვილზე კარგის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია“- აღნიშნა ბერძენიშვილმა.

იტვირთბა....