ნამახვანჰესის აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს, მათი პროტესტი ჩრდილოეთიდან მართულად წარმოაჩინოს.
“ხელისუფლება ფეისბუქზე ასპონსორებს მრავალი ათასი დოლარით სხვადასხვა ინფორმაციებს, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ ეს ჩვენი არგუმენტირებული პროტესტი რამენაირად დაადისკრედიტირონ, რაც ძირითადად, გულისხმობს იმას, რომ წარმოგვაჩინონ ჩრდილოეთიდან მართულ პროცესად. მათ შორის, იმ ხალხის ინტერესების გამტარად, ვინც ახლა იმპორტიორია ჩრდილოეთიდან და სხვა ირგვლივ სახელმწიოფებიდან ელექტროენერგიის”, განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, გაამარგინალოს მათი მოძრაობა.