ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით კომუნიკაციის პრობლემა იყო.
“თუ რაიმე პრობლემა იყო, ეს იყო კომუნიკაციის პრობლემა. რა თქმა უნდა, პანდემიამ უფრო გაართულა პროცესი, მაგრამ ნამდვილად იყო კომუნიკაციის პრობლემა ყველა მხრიდან — კომპანიის, მთავრობის მხრიდანაც. ამიტომ მოხდა ის, რომ ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი ვრცელდებოდა პროექტის ირგვლივ. ამან შეაფერხა რეალური სურათის დანახვა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა კომუნიკაციის დავალება, გააქტიურებულია საუბარი ენერგეტიკაზე.