ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი ციტატა

სააკაშვილი: წარმოგიდგენიათ, მიმეღო გადაწყვეტილება, რომ რიონი შეგვეყვანა მილში?

[su_quote]მე მიმაჩნია, რომ მათი [რიონის ხეობის მცველები] უმეტესობის მოტივაცია სუფთა და სწორია. ახლა თქვენ ელაპარაკებით ადამიანს და თქვენც იყავით იმ ეპოქაში, როდესაც საქართველო ბოლომდე ჩაბნელებული იყო. თავიდან ჩვენ არ შეიძლებოდა, რომ ჰესები არ აგვეშენებინა. ვინც მაგას მეტყვის, რომ რატომ არ მოგტყდა ხელი და როგორ დაიწყე ენერგეტიკაში წესრიგის დამყარება და ჰესების მშენებლობა, იმ ადამიანს უნდა, რომ საქართველო ყოფილიყო სიბნელეში და შევარდნაძის ჭაობში, ეს არის სიბრიყვე. მეორეა, რომ წარმოგიდგენიათ, რომ იმის ფონზე, რომ მე ტურისტების რაოდენობა 50 000-დან 8 მილიონამდე ავიყვანე და წარმოგიდგენიათ, მე მიმეღო გადაწყვეტილება როდესმე, რომ მდინარე რიონი შეგევყვინა მილში, რომ სააკაშვილს ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. მე საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული მაქვს მოვლილი, ყველგან ვცდილობდი, რაღაცა სილამაზე გვეპოვა. ჩემთვის, წარმოუდგენელია, რომ მდინარე გავაქროთ და ისეთი პროექტი ყოფილიყო, რომ ქუთაისს შეუქმნიდა საფრთხეს. ქუთაისი, სადაც პარლამენტი ავაშენეთ, ცენტრი განვაახლეთ და რაღაცა პროექტი გავაკეთეთ, რომელიც ქუთაისს საფრთხეს შეუქმნიდა, როგორ წარმოგიდგენიათ ეს? მე არ მიმაჩნია, რომ ახლა ჰესები საქართველოს მთავარი პრიორიტეტია მიამიტობაა, რომ ჩავთვალოთ, ივანიშვილი არაფერ შუაშია, არაფერი ხდება საქართველოში ბიზნესში, სადაც ივანიშვილი თავის წილს არ დებს. ყველა ჰესში, რაც საქართველოში შენდება, ივანიშვილის 25%-ია ჩადებული[/su_quote]

განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია მთავარის ეთერში ნამახვანჰესზე საუბრისას.

იტვირთბა....