aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კომპანია ენკა ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია ენკა ნამოხვანჰესის საკითხთან დაკავშირებით, დისკუსიის გაგრძელებაზე მზადყოფნას გამოთქვამს. მათივე თქმით, ნამოხვანჰესის პროექტი ქართული საქმეა, რომელიც რიონის ხეობის მაცხოვრებლებისა და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება.

“გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი. ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით დაგარწმუნოთ, რომ ნამახვანჰესის პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას”, — აცხადებს ენკა.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური აქცია გამართეს.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის დრო ამოწურულია. მან რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა და ხელისუფლებას მათ შესასრულებლად დრო 24 მაისის 12:00 საათამდე მისცა.

 

იტვირთბა....