ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: გავშლით კარვებს და დაველოდებით პასუხს ხელისუფლებისგან

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კარვების გაშლას გეგმავენ.

როგორც რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გოლეთიანმა აღნიშნა, კარვებში ხელისუფლებისთვის წაყენებული მოთხოვნების პასუხს დაელოდებიან.

“დღეს, გავშალით აქ კარვებს და დაველოდებით ხელისუფლების პასუხს ჩვენს მოთხოვნაზე. ჩვენ არ დავიღლებით. რამდენიც ვართ დღეს, იმდენი ვიქნებით ხვალ”, – აცხადებს გოლეთიანი.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბურ აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის დრო ამოწურულია. მანვე რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა და ხელისუფლებას მათ შესასრულებლად დრო 24 მაისის 12:00 საათამდე მისცა.

იტვირთბა....