ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე: ქვეყანაში 2012 წლიდან არის სრული თავისუფლება და დემოკრატია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციასა და მოთხოვნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ  ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს.

როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს უთხრა, ის, რაც რესპუბლიკის მოედანზე ხდება, აბსოლუტურად ნორმალურია.

“ჩვენს ქვეყნაში, 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია, რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება აქციების მეშვეობით, აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალური, რაც ხდება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბურ აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის დრო ამოწურულია. მანვე რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა და ხელისუფლებას მათ შესასრულებლად დრო 24 მაისის 12:00 საათამდე მისცა.

იტვირთბა....