[su_quote] ნამოხვანჰესი და, ზოგადად, ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი პროექტი საქართველოში. კითხვებთან დაკავშირებით მზადაა როგორც მთავრობა, ისე თავად კომპანია და ექსპერტთა ჯგუფები დისკუსიისთვის. თუ ვინმეს ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა დღეს არ აწყობს, ეს არის რუსეთი, ამიტომ, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ენერგეტიკული კუთხით ჩვენს სიძლიერეს, ხელს აძლევს რუსეთს [/su_quote]
ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და ამით, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო, მიმდინარე აქციის გამოეხმაურა.