ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფალავანდიშვილი ნამოხვანჰესის აქციაზე: მოსული ვარ ოჯახით, როგორც რიგითი ადამიანი

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ადგილზე მივიდა ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი, რომელმა მეტრონომთან საუბარში თქვა, რომ აქციაზე მისულია, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც ნამოხვანჰესის  მშენებლობის მოწინააღმდეგებს მხარდაჭერას უცხადებს.

“პირადად ჩვენ აქ ვართ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანები. მრევლი ვარ მოსული ჩემი ოჯახით. რასაც აქ ამბობენ, იმას ვემხრობი. საქართველო არ დაიტბოროს, არ გაჩუქდეს, სისტემამ არ გვიღალატოს და ა.შ”, – თქვა ფალავანდიშვილმა მეტრონომთან.

შეგახსენებთ, რომ დაანონსებული მასშტაბური აქცია 14:00 საათზე უნდა დაიწყოს.

იტვირთბა....