ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თელავში ჩავიდა. მელიას თქმით, მას შემდეგ, რაც პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან კონსულტაციებს გამართავს, ენმ-ის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
“თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როდესაც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი… ყველა ჩვენს მეგობარს, ყველა ჩვენს თანაპარტიელს, ყველა ჩვენს პარტნიორ პარტიის თავმჯდომარეს, კოლეგებს ა.შ. როდესაც შევხვდები, ამის შემდეგ გამოვაცხადებ გადაწყვეტილებას. ახლაც მიმაჩნია, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე მეგობრებთან ერთად და ის, რომ დღეს ვარ თელავში, ეს არის ნაწილი ამ ჩემს მიერ წარმოდგენილი მოკლევადიანი გეგმის”, – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას საკანონმდელო ორგანოში მუშაობის განახლების შესახებ, გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.