ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძის თქმით, ლუგარი ინდური შტამის რამდენიმე სავარაუდო შემთხვევას სწავლობს

ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის ინდური შტამის რამდენიმე სავარაუდო შემთხვევას სწავლობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს შესწავლა და ჯერჯერობით ინდური შტამის ქვეყანაში შემოსვლა დადასტურებული არ არის.

“შესწავლა მიმდინარებს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ზუსტად ვერ გეტვით, რამდენ სავარაუდო შემთხვევას სწავლობენ. უახლესი პროგნოზებით, შესაძლებელია, ევროპაში ბრიტანული შტამი ინდურმა შტამმა ჩაანაცვლოს”, – უთხრა რუსთავი 2-ს ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....