ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი: ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას აფხაზეთობას ულოცავს.

მთავრობის მეთაურმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. მინდა მივულოცო ეს დღე მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი – ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს!

აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია.

მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, დარწმუნებული ვარ, გახდება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ, ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში”, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

იტვირთბა....