ისრაელში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ:
‘2021 წლის 24 მაისიდან-2021 წლის 07 ივნისამდე, მხოლოდ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, პირადობის ელექტრონული მოწმობის ან/და ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას, მოქალაქეები ერთჯერადად გათავისუფლდნენ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის საფასურისგან სრულად, ხოლო ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურისგან 50%-ით.
პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ, ერთ-ერთ პირობას:
არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ფლობს პირადობის არაელექტრონულ მოწმობას (თუნდაც მოქმედს);
მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონულ მოწმობა გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის.
ბიომეტრიულ პასპორტს, ნახევარ ფასად (65 დოლარად) მიიღებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ, ერთ-ერთ პირობას:
არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;
ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს);
მის სახელზე გაცემული ბიომეტრიული პასპორტი გაუქმებულია ან მოქმედების ვადა 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის.
პირებს, რომლებსაც ეკუთვნის აქციით სარგებლობა, პროგრამა ავტომატურად განუსაზღვრავს შესაბამის შეღავათს. ამასთან, (ბიომეტრიულ პასპორტზე) თუ პირს ეკუთვნის აქციით დადგენილზე მეტი შეღავათი (მაგალითად – უფასოდ), ასეთ შემთხვევაში, პროგრამის მიერ განსაზღვრული შეღავათი უნდა შეცვალოთ შესაბამისი შეღავათით”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.