ახალი ამბები მთავარი ციტატა

გამყრელიძე: რთულია სიცხეში პირბადის ტარება, მაგრამ ამაზე უკეთესი პრევენციული საშუალება არ არის

[su_quote]ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე ეს იყო ორი-სამი კვირის წინ, მაგრამ ყოველდღიურად 1 000 შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია. ამიტომ, ისევ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად. დამშვიდებისკენ რომ მიდის სიტუაცია, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან 1 000 შემთხვევა ყოველდღიურად პატარა ქვეყნისთვის ბევრია. ისევ და ისევ, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. საუბარია პირბადის უნივერსალურ ტარებაზე. მესმის, რომ რთულია, მაღალია ჰაერის ტემპერატურა და უჭირთ ადამიანებს, მაგრამ მეორე მხრივ, პირბადეზე უკეთესი პრევენციული საშუალება არ არის. მეორე – დისტანცია, რასაც ვამბობთ ყოველთვის და რაც მთავარია, დიდი თავყრილობებისგან თავის არიდება ყველანაირი მიზეზით. ასევე, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველას მისვლა ვაქცინაციაზე[/su_quote]

აღნიშნული განცხადება საქართველოს პირველ არხთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

იტვირთბა....