რუსთავში ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. უცხო ქვეყნის მოქალაქე, 23 წლის ახალგაზრდა ნაცემი წყალსაქაჩის ტერიტორიაზე ნახეს.
მისი თქმით, ლოკაციაზე მამაკაცებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.
წყარო: inforustavi.ge