ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

პროექტი დღეს საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმაც განიხილეს.

კანონპროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიაში უკვე გადაგზავნილია.

მომავალ კვირას კი, პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტით არის გათავალისწინებული.

იტვირთბა....