ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი აქციის წინ მხარდამჭერებს მიმართავს

მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი მხარდამჭერებს მიმართავს და აცხადებს, რომ ხვალ, 23 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციაზე ერთობის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესია.

გოლეთიანმა ფეისბუქ-ლაივის დროს მხარდამჭერებს თვითორგანიზებისკენ მოუწოდა.

“მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ ხვალინდელი დღისთვის შევიკრიბოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ეს უმნიშვნელოვანესია, არაერთგზის გვითქვამს – ჩვენი ხვალინდელი ერთობის დაფიქსირება… ხვალ, მთავარ და ძირითად სათქმელს გავაჟღერებთ რესპუბლიკის მოედანზე“, – განაცხადა გოლეთიანმა.

23 მაისს, თბილისში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართება. აქცია რესპუბლიკის მოედანზე, 14:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის აქციამდე, რიონის ხეობის მცველებმა აქციები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქშიც გამართეს.

 

იტვირთბა....