ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ჩემს თავს ვხედავ ბრძოლაში, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით

“მე ამ წუთას ჩემs თავს ვხედავ ბრძოლაში, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით”, – აღნიშნული განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.

როგორც მელიამ მთავარ არხს უთხრა, აღნიშნულის მიუხედავად, თუ გუნდი ჩათვლის საჭიროდ ასე მოქცევას, პასუხისმგებლობას არ გაექცევა.

“ყველაზე მეტად ვფიქრობ, ეროვნულ კამპანიაში ჩავერთო და არა მარტო თბილისში ვიყო გამაგრებული, არამედ ქუთაისშიც, ზუგდიდშიც, ფოთშიც და ა.შ. რომ ამ მოძალადეებით გაჯერებულ რეჟიმს არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ მიაღწიონ საწადელს. მე ამ წუთას ჩემ თავს ვხედავ ბრძოლაში, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით, ეს არ აკნინებს, რა თქმა უნდა, თბილისის მერობის კანდიდატობას და არც თბილისის მერობას. ერთ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ – ჩემი მეგობრების, კოლეგების გულწრფელ სურვილს ანგარიში გავუწიო. თუ ისინი გამარვჯებისთვის ჩათვლიან საჭიროდ, რომ ნიკა შენ ასე უნდა მოიქცე, რა თქმა უნდა, მე არ გავექცევი პასუხისმგებლობასა და ბრძოლას”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, ვინც არ უნდა იყოს მერობის კანდიდატი, გუნდი უნდა იყოს კოალიციური.

 

 

იტვირთბა....