საფეხბურთო კლუბის მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის გერდ მიულერის რეკორდი დაამხო. კერძოდ, ლევანდოვსკიმ ბუნდელისგის ერთ სეზონში 41 გოლი გაიტანა. მიულერს კი 40 ჰქონდა ერთ სეზონში მეტოქის კარი აღებული.
ლევანდივსკიმ სარეკორდო გოლი გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში აუგსბურგთან გამართულ მატჩში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა თავდამსხმელმა თავი შეხვედრის ბოლო წუთზე გამოიჩინა. თავად მიუნხენელებმა კი თამაში 5-2 მოიგეს.