ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: რიონის ხეობაში ჰესი შენდება – არ შეწყვეტილა სამუშაოები

მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა გრძელდება.

როგორც საქართველოს პირველი არხის ეთერში გოლეთიანმა აღნიშნა, კაშხლის წინამომსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერებულა.

“ის, რაც ითქმევა ხოლმე სატელევიზიო ეთერებში, პრაქტიკაში არ სრულდება. რიონის ხეობაში ჩვეულებრივი მუშა პროცესი მიმდინარეობს –  ჰესი შენდება. ამბობენ, რომ კაშხალი არ შენდება, თუმცა, არ შეწყვეტილა წინამომსამზადებელი სამუშაოები”, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, რიონის ხეობაში ლანდშაფტი მნიშვნელოვნად ნადგურდება.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხვალ, 23 მაისს, თბილისში აქციის გამართვას გეგმავენ.

 

იტვირთბა....