ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ენმ-ი პარლამენტში უნდა შევიდეს.
უდუმაშვილის აზრით, პარტიამ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენოს.
“ჩემი პოზიცია არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა შევიდეს პარლამენტში იმიტომ, რომ დღეს არის რადიკალურად განსხვავებული ვითარება იმაზე, რაც იყო თუნდაც 2-3 თვის უკან. შესაბამისად, დღეს ნაციონალური მოძრაობის ყოფნა პარლამენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, რომელიც შესაძლებელი იქნება როგორც თვითმმართველობის, ისე ვადამდელი არჩევნებისთვის. უნდა შევხვდეთ ჩვენს ადამიანებს და კონკრეტულ ჯგუფებს, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა მოსაზრება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. შემდგომ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ასევე, ვგეგმავთ, რომ გავიდეთ რეგიონებში და შევხვდეთ ჩვენს მხარდამჭერებს”, – უთხრა უდუმაშვილმა მთავარ არხს.
შეგახსენებთ, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საკანონმდებლო ორგანოში შესვლა-არშესვლის შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.