პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვიზიტი იყო იმის დემონსტრირება, თუ ვინ არის პარტიის რეალური ლიდერი.
მისი თქმით, მელიას პოლიტიკურ პროცესებში დადებითი ტენდენცია არ აქვს.
“ეს იყო იმის დემონსტრირება, თუ ვინ არის რეალური ლიდერი ნაციონალურ მოძრაობაში. ძალიან სუსტად ჩანდა მელია, მას არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში დადებითი ტენდენცია. გამოჩნდა, ვინ არის რეალური ლიდერი იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც წარიმართება რადიკალური ოპოზიციის მხარეს. ეს პირველ რიგში ოპოზიციის ამ ნაწილს არ წაადგება“, – აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთა ვიზიტად კიევში იმყოფებოდა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე საქართველოში წუხელ დაბრუნდა.