ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტყეში ცეცხლის დანთება და საქონლის ძოვება მხოლოდ სპეციალურ ადგილებში იქნება შესაძლებელი

მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტყითსარგებლობის წესში აღნიშნულია, რომ ტყეში ცეცხლის დანთება და საქონლის ძოვება მხოლოდ სპეციალურ ადგილებში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, სახელმწიფო ტყეში ან მუნიციპალურ ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოიყოფა შესაბამისი ტერიტორიები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ტყის ფუნქციიდან ან/და მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. ამასთან, ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოყოფილ ადგილებზე განთავსდება შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი. რაც შეეხება ცეცხლის დანთებას, ამისთვისაც გამოიყოფა ადგილები, სადაც შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი განთავსდება.

იტვირთბა....