[su_quote] ჩვენ ვნახეთ, რომ ახლა ეს ადამიანები, რეალურად რაც ხდება, რაც გარედან ჩანს და შიგნიდანაც ვიცით ინფორმაციები როგორც ხდება, ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, ძალიან უნდათ მათ შესვლა პარლამენტში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რცხვენიათ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მე მესმის მისიც პირადად, რადგან ადამიანი, რომელმაც იკადრა უკადრებელი, სახელწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე თავის ჭკუით, თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ. დავიჭირეთ კიდევაც და გირაოც ძალიან კარგად გადაიხადეს, მიიღო კიდევაც გირაო. ახლა ამბობს, ბაქი-ბუქობდა ტყუილად რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ ვიცით, ძალიან კარგად ვიცით, შიგნიდან ვიცით, რომ მას ძალიან უნდა შესვლა პარლამენტში. თუ არ უნდა შესვლა, მაშინ არ შევიდეს და დაამტკიცოს როგორი პრინციპული ადამიანი არის ის და ნაცმოძრაობის სხვა ლიდერებიც. სხვა მეტი კომენტარი რა შემიძლია გავაკეთო ან უპასუხომგებლო მოვლენების განვითარებაზე, ზოგადად მათ განცხადებებზე და ქმედებებზე [/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.