ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის 1 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 680 პირი

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 336 840-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 680 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317 069-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 602 პირი ემსხვერპლა.

იტვირთბა....