ეკონომიკა მთავარი ციტატა

ჯაფარიძე: რიონის ხეობის მცველი კონტაქტზე არ გამოდიან, შორიდან ისვრიან არგუმენტებს

[su_quote]ერთი რაც აღმოვაჩინე, რიონის ხეობის მცველები საერთოდ კონტაქტზე არ გამოდიან, მათ შორის არც პოლიტიკოსებს არ ელაპარაკებიან, არც ცდილობენ საკუთარი პოზიციები დაიცვან და რამე კითხვებზე პასუხები გასცენ. მათ შორის, საჯაროდ შევთავაზე, რომ გირჩში მოსულიყვნენ და გვესაუბრა, არც არავინ შემოგვხმიანებია. დაკავებული არიან, რომ შორიდან ისვრიან არგუმენტებს და მერე ვიღაცამ ამაზე პასუხი უნდა გასცენ. მე მაინტერესებდა ერთდერთი რამ, მესაკუთრეების უფლებების შელახვა ხომ არ ხდება და ვიღაცებს, წიხლით ხომ არ ყრიან იქიდან. პირველი რაც გავარკვიე იყო, რომ იქ კომპენსაციებია გაცემული 35 მილიონამდე და ერთადერთი ოჯახია დარჩენილი. იქაც შიდა ოჯახური პრობლემებია, მაგრამ ეგ თემა მოგვარებულია. გავარკვიე, ბევრი მითებია, ტყუილებია – ზუთხი, ტვიში და ეგეთი რაღაცები არის უამრავი ბოდვების კასკადია და სისულელეა. ქვემოთ არის ჰესები, რომელთაც გამტარები არ უყენია და რომც იყოს ზუთხი ქვემოთ, ვერ აძვრება, რადგან უკვე გადაკეტილია ქვემოთ ორჯერ, იქ ვინმეს ასვლა რომ უნდოდეს, უკვე ვეღარ ავა[/su_quote]

განაცხადა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში ნამოხვანჰესზე საუბრსას.

იტვირთბა....